სასწავლო პროექტი

გურიის  ერთ–ერთი  ძველი  საზოგადოების ტოპონიმებ

პროექტის  მთავარი იდეა:   მოსწავლეები  გულდასმით  შეისწავლიან  ოზურგეთის   მაზრის   ძველი და დიდი საზოგადოების–მიქელ–გაბრიელის ტოპონიმებს.

პროექტის  აქტუალობა:  ყურადღებას მიაქცევენ ამა თუ იმ ეპოქისათვის   დამახასიათებელ  ლექსიკას {მითუმეტეს, რომ  ამ ტოპონიმთაგან   ნაწილი უძველესი, ლაზური წარმოშობისაა}, დასჭირდებათ მეცნიერული  ექსკურსი, მიღებული  ცოდნა  ხელს  შეუწყობთ წინარე  ცოდნის  განმტკიცებაში, კერძოდ, გაიღრმავებენ ინტელექტუალურ დიაპაზონს       საკუთარი თუ  მეზობელი  კუთხე–ადგილების   სახელწოდებების მიმართ.                                      
მოსწავლეები გაეცნობიან  ძველი  მიქელ–გაბრიელის   ახლანდელის. შრომის, ს. ნატანების, ს. წყალწმინდის, ს. თხინვალის, ს. ომფარეთისა და ურეკის ირგვლივ არსებულ  მასალებს: ფოლკლორულ–ეთნოგრაფიულ და ენათმეცნიერულ  წყაროებსა და ჩანაწერებს, ჩაატარებენ შემეცნებითი ხასიათის   ღონისძიებებს. ტოპონიმებისა და ჰიდრონომების  წარმომავლობის  გასარკვევად მოიშველიებენ   ადამიანურ  რესურსებსაც.
  
პროექტის მიზანი:   მოსწავლეები შეიცნობენ და შეიყვარებენ  მშობლიური კუთხის ტოპონიმებს, გაუჩნდებათ სასიცოცხლო მოთხოვნილება, კიდევ  უფრო მეტი გაიგონ და შეისწავლონ წინაპართა სახელდებული ადგილების შესახებ, მათ ასევე განუვითარდებათ კვლევის, კითხვისა  და კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები, აუმაღლდებათ ინტელექტუალური   დონე.

მონაწილეთა  ასაკი:  17–18 წ.

ვადები| ხანგძლივობა–5–6  კვირის  მანძილზე.

მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:      პროექტის  მონაწილეები  გააკეთებენ  ფოლკლორულ ჩანაწერებს, რაც შემდეგ განთავსდება  მცირე ბუკლეტში  „მიქელ–გაბრიელის  ტოპონიმური მასალის კვლევისათვის“, პრეზენტაციის  სახით  წარმოადგენენ საკუთარ   ნაშრომებს, გადაიღებენ  ფილმს, ჩაატარებენ  შემეცნებით–გასართობ ღონისძიებას თემაზე’ ,,ტოპონიმიკა, ტოპონიმიკა სად არ  დამიხვდი, სად  არ წამიყვან“. ,გადაიღებენ  ფოტოსურათებს  სტენდისათვის, დაწერენ კედლის გაზეთს.

პროექტისათვის საჭირო  რესურსები: რვეულები, კალმები. ფოტო აპარატი, წიგნები ,,ფორმატი, ფერადი მარკერები, კომპიუტერი, აუდიო–მაგნიტოფონი, პროექტორი, ვიდეო –კამერა.

პროექტის   მსვლელობა|ძირითადი  აქტივობები:
(პირველი კვირა)       
აქტივობა   1        
     სამიზნე ჯგუფს გავაცნობ პროექტის თემას  „-გურიის  ერთ–ერთი ძველი  საზოგადოების  ტოპონიმები“ და მიმოვიხილავ ზოგად ჭრილში. საუბრის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან, გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ნაცნობი ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ შეკითხვები.
შემდეგ ეტაპზე კლასს ვყოფ 2 ჯგუფად, სადაც ხდება მოვალეობების გადანაწილება ჯგუფებში: ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე, ვინ არის შემსრულებელი, ვინ, რას და როდის აკეთებს, ვინ უკეთ ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ვინ ხატავს, ვის აქვს ორიგინალური ხედვა,.
ვინაა შემოქმედებითი ნიჭით  დაჯილდოებული, ვის ემარჯვება ფოტო- აპარატი და ვიდეო–კამერა?
მეორე კვირა
აქტივობა 3. შევქმნი ორ ჯგუფს და გავუნაწილებ დავალებებს. მოსწავლეებს მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს, ვაკავშირებ შესაბამის  ადამიანებთან –სოფლის  უხუცესებთან.
აქტივობა 4.  შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები უკვე იწყებენ გეგმის რეალურად ხორცშესხმას, ინფორმაციის შეგროვებას, შეჯერებას, ანალიზს, უღრმავდებიან საკვანძო საკითხებს, იწყებენ ჩანაწერების წერას, აქტიურად ზრუნავენ პროექტის ვიზუალურ მხარეზეც , იყენებენ შემოქმედებით პოტენციალს, ქმნიან პრეზენტაციას, პლაკატებს, კედლის გაზეთს, საველე კვლევის აღმწერ ფოტომასალას.
აქტივობა 5. მოძიებული ინფორმაციების წარმოდგენა დათქმულ ვადებში ჯგუფების მიერ:
I ჯგუფი   წარმოადგენს  ნამუშევარს 2 კვირაში.
II ჯგუფი   წარმოადგენს ნამუშევარს 2 კვირაში.
აქტივობა 6. ნამუშევრების პრეზენტაცია ჯგუფების მიერ   განხორციელდება მე-4 კვირას.
 მეხუთე კვირა           
აქტივობა  7.       სამეცნიერო    ბუკლეტის  მომზადება  
 მეექვსე  კვირა
აქტივობა 8.  შემეცნებით–გასართობი   ხასიათის  ღონისძიება
 აქტივობა  9 .    პროექტის პრეზენტაცია (მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის, თემის წარმომადგენლებისთვის)   ბუკლეტების     დარიგება    
 აქტივობა  10.   პროექტის შეჯმება - შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირში:  დაგეგმილი სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს:  ეს  პროექტი  კავშირშია  ისტორიასა და ხელოვნებასთან
ქართული  მე–12 .2.
შეაფასებს პროექტის  მიზნისა და მისი განხორციელების  გზებიის  ადეკვატუ რო ბას.
·         მსჯელობს  იმის  შესახებ, რამდენად  გასაგები  იყო აუდიტორიისათვის პროექტი ენის, ლექსიკის, ტერმინოლოგიის თვალსაზრისით.

ქართული მე–12. 4.
·         ადარებს  ერთმანეთს გამოყენებულ საინფორმაციო  წყაროებს–ინტერნეტი, საეციკლოპედიო      სტატია და საგაზეთო  წერილი   შეაფასებს  თითოეულს მოცემული  მიზნის, სანდოობის  და ა.შ. თვალსაზრისით.

პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან  ცეცხლაძე

ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა: rusudanstestkhladze@gmail.com